დასკვნა

          ჩემს მიერ განხილული თემის მიზანი იყო საზოგადოებისთვის წარმედგინა დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა:წიგნი თუ კომპიუტრი.ამ თემის გარშემო მოვიყვანე სხვადასხვა ფაქტები,მოსაზრებები და  ჩემი პირადი ხედვა.საბოლოოდ შეიძლება ითქვას,რომ წიგნიც და კომპიუტერიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში.წიგნი გვეხმარება პიროვნულად ჩამოყალიბებაში.მოკლედ რომ ვთქვათ წიგნები გვასწავლიან ცხოვრებას.ხოლო რაც შეეხება კომპიუტერს,ალბათ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონებაა. XXI საუკუნეში სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის დროულად მიღებას,ამისთვის კი საუკეთესო საშუალება სწორედ კომპიუტერია.გარდა ამისა, კომპიუტერი საგანმანათლებლო და გასართობ ფუნქციებსაც ითავსებს.
          თანამედროვე საზოგადოება თითქოს ცდილობს აირჩიოს ან წიგნი ან კომპიუტერი,მაგრამ ალბათ უკეთესი იქნება,თუ ორივე მათგანს აქტიურად ჩავრთავთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.რატომ უნდა გამოვრიცხოთ ერთ-ერთი ,როდესაც წიგნსაც და კომპიუტერცას თავიანთი ადგილი აქვთ ჩვენს ცხოვრებაში და რატომ უნდა ვაქციოთ ისინი ერთმანეთის კონკურენტებად? თუმცა თითოეული ადამიანი თავისუფალია და შესაბამისად შეუძლია არჩევანი გააკეთოს წიგნის ან კომპიუტერის სასარგებლოდ.

7 comments: