ჩემი ხედვა

         ჩემი ხედვის გადმოცემას ერთ-ერთი ჩემთვის საყვარელი ავტორის,გურამ დოჩანაშვილის სიტყვებით დავიწყებ:,,ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი,ვიდრე ხარ,უფრო ჭკვიანი,ვიდრე იყავი"
         ჩემის აზრით,საზოგადოებაში ყოველთვის აქტუალური იქნება წიგნიერების პრობლემა,კიდევ ბევრს იწუწუნებენ უფროსები,რომ ბავშვბები აღარ კითხულობენ წიგნებს და სულ გამოაშტერა კომპიუტერმა და რომ კომპიუტერი საბოლოოდ ,,მოკლავს'' წიგნს... 
         ჩვენ ინფორმაციული ტექნოლოგიების ხანაში ვცხოვრობთ და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის დროულად მიღება და დამუშავება,ამისათვის კი კომპიუტერი ყველაზე კარგი საშუალებაა.თუმცა ეს არ ნიშნავს იმას,რომ წიგნი უნდა გავაქროთ ჩვენი ცხოვრებიდან.წიგნები ადამიანს უფართოებს თვალთახედვის არეალს და ბევრ რამეს გვასწავლის.ალბათ იტყვით,რომ სწავლა და თუნდაც რომელიმე წიგნის წაკითხვა კომპიუტერის საშუალებითაც შეიძლება წიგნებში რომ არ ვიქექოთო,მაგრამ როდესაც კომპიუტერში რამეს კითხულობთ არ ხართ ყურადღებით და შესაბამისად ბევრი რამ არ გამახსოვრდებათ.სულ სხვაა,როდესაც სადმე კომფორტულად დაჯდები,გადაშლი წიგნს და საინტერესო ნაწარმოებს წაიკითხავ,თანაც დამეთანხმეთ,რომ კომპიუტერით კითხვისას დიდ ვერაფერ სიამოვნებას მიიღებთ.
          პირადად მე კითხვა ძალიან მიყვარს,ვკითხულობ ასევე წიგნების ელექტრონულ ვერსიებს და უპირატესობას მაინც დაბეჭდილ წიგნებს ვანიჭებ.თუმცა როდესაც რაიმე ინფორმაციას ვეძებ,რა თქმა უნდა კომპიუტერს ვამჯობინებ ხოლმე.ასე რომ, მე აქტიურად ვიყენებ კომპიუტერსაც და წიგნებსაც.ეს ორი ერთმანეთის შემავსებლები არიან და არ უნდა ვცადოთ წიგნის კომპიუტერით ჩანაცვლება ან პირიქით.

No comments:

Post a Comment