წიგნიერების პრობლემა

ილია ჭავჭავაძე: "უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა"...




წიგნიერების პრობლემაზე ხშირად საუბრობენ უფროსი თაობის წარმომადგენლები; მართლაც,ახალი თაობები სულ უფრო და უფრო ნაკლებად კითხულობენ წიგნებს,შეიძლება მათ უბრალოდ არ აინტერესებთ ან ვერ წვდებიან წიგნიერების არსს.ერთხელ სადღაც წავიკითხე თანამედროვე ქართველი პოეტის სიტყვები,სამწუხაროდ ავტორის სახელი არ მახსენდენა,მაგრამ როდესაც წიგნიერებაზე ვიწყებ ფიქრს სულ ეს სიტყვები მიტრიალებს თავში:,,წიგნიერებას,რომ ფრთები ჰქონდეს და ფრინველი იყოს,ალბათ ის იქნებოდა ერთადერთი ხორციელი არსება,რომლის ხორცის გასინჯვას ადამიანი არ მოინდომებდა...''
თუმცა არც ისე ცუდადაა საქმე,როგორც ერთი შეხედვით ჩანს.მთავარია ბავშვის სწორად აღზრდა;თუ მშობელი მოწადინებულია და სწორად მიაწვდის ბავშვს ინფორმაციას, ის აუცილებლად შეაყვარებს წიგნის კითხვას, ლიტერატურას. ეს ხომ იმიტომ არ არის საჭირო , რომ მერე ვიძახოთ მე ამდენი წიგნი მაქვს წაკითხული, მე- ამდენიო. წიგნი სხვა რამისთვის არის საჭირო. ამაზე მარიო ვარგას ლიოსას სიტყვები მახსენდება "ლიტერატურა, როგორც ფლობერი იტყოდა, ჩემი ცხოვრების წესია. თავისი არსითა და ნაკლოვანებებით ის ჩემი ცხოვრების ხვედრია. ყოველივე საუკეთესო ლიტერატურის წყალობით მერგო: მეგობრები, გამოცდილება. ჩემი შინაგანი მოწოდება სხვა არაფერია, თუ არა ლიტერატურა. რასაც დღესდღეობით წარმოვადგენ და რაც გამაჩნია ლიტერატურის დამსახურებაა. ცხოვრებაში ლიტერატურა ჩემი ყველაზე საუკეთესო თავგადასავალია“. ასე რომ არც ეს პრობლემაა უსაშველო და მოუგვარებელი,მათავარია მოვინდომოთ და მომავალ თაობას ჩავუნერგოთ წიგნის სიყვარული,წიგნებით ხომ ცხოვრებას ვსწავლობთ...

No comments:

Post a Comment